Moarge - ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

კომპანია „მოარგე“ თითქმის ორი წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა ნოხებს თქვენი ავტომობილებისთვის. კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს თქვენი ავტომობილის ინტერიერის დიზაინის დახვეწა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება.

მომსახურება

„მოარგე“ თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, გთავაზობთ: აზომვით მომსახურებას, მიტანის სერვისსა და ადგილზე მორგების სრულ პაკეტს. ნოხების დამზადება ხდება შეკვეთიდან 30-40 წუთის განმავლობაში და იგზავნება ნებისმიერ ადგილას, საქართველოს მასშტაბით.

ჩვენ გთავაზობთ

ნოხების და კანტების მრავალფეროვან ფერთა გამას. ამასთანავე, დამატებითი აქსესუარების შერჩევის საშუალებას, როგორიც არის: ლოგო, საქუსლე და ბევრი სხვა. პროდუქციის დამზადება ხდება თქვენი სურვილის შესაბამისად.

პროდუქტის შესახებ.

ჩვენს მიერ გამოყენებული EVA მასალა არ შეიცავს სიცოცხლისთვის მავნე ნივთერებებს, არის ეკოლოგიურად სუფთა და აბსოლუტურად უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის. ჭრილებში დაგროვებული სითხე და ჭუჭყის სხვა ნაწილაკები მარტივად ცილდება ზედაპირს. გარეცხვის შემდეგ არ საჭიროებს გაშრობას. გარდა თქვენი ავტომობილებისა, პროდუქტის გამოიყენება შესაძლებელია სახლის პირობებშიც.